ყოველდღიურად იზრდება მიკროორგანიზმებისა და მათგან მიღებული ფერმენტების გლობალური როლი ინდუსტრიაში, სოფლის მეურნეობაში და ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესების პეროცესებში. შპს "LACCASE"-ს მიზანია გამოიყენოს მიკროორგანიზმებისა და ფერმენტების, როგორც ბიოკატალიზატორების პოტენციალი და ხელი შეუწყოს ისეთი გამოწვევების დაძლევას, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, გარემოს დაბინძურება, ბუნებრივი რესურსების ამოწურვა, ენერგიისა და საკვების დეფიციტი.
მეცნიერთა ჯგუფის მიერ დაარსებული კომპანია ახორციელებს კვლევასა და განვითარებას, რომელიც ფოკუსირებულია მიკროორგანიზმების ფიზიოლოგიის, ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის როგორც ფუნდამენტურ, აგრეთვე გამოყენებით კვლევებზე რათა გამოყენებულ იქნას მიკროორგანიზმების მიერ მცენარეული ნედლეულის ფართო სპექტრის ეფექტური ბიოკონვერსიის პოტენციალი სხვადასხვა დამატებითი ღირებულების პროდუქტების მისაღებად. შესაბამისად, სამეცნიერო წრეებში და კომპანიებში ბიოტექნოლოგიური გამოყენებისათვის საჭირო სხვადასხვა პროდუქტების წარმოების პარალელურად, კომპანია იყენებს თავის გამოცდილებას მომხმარებლებისათვის ტექნოლოგიური სერვისების უზრუნველსაყოფად.
LACCASE Ltd